წყლის კრიზისი

წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას იქიდან წასვლა მოუწევს.

წყლის მნიშვნელობა

ადამიანის ორგანიზმის 70-80%-მდე წლისგან შედგება. ის მთელი საციცოცხლო პროცესების, ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირებისთვის - მიკროელემენტების და ჟანგბადის სატრანსპორტო საშუალებაა. წყალი უნივერსალური გამხსნელია. მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ხოლო ზედმეტი გამოაქვს. ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების შესანარჩუნებლად ორგანიზმი, 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 40 ათას ჭიქა წყალს გამოიყენებს (აბრუნებს). ჩვენი ორგანიზმი ამას ყოველდღე, მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს. და მაინც, კიდევ რატომ არის წყალი ასე მნიშვნელოვანი? წყლის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე წყალი ენერგიის მთავარი წყაროა წყალი უჯრედში გენერირებას უკეთებს ელექტრულ და მაგნიტურ ენერგიებს – უჯრედს აძლევს სასიცოცხლო ენერგიას წყალი არის უჯრედის სტრუქტურის არქიტექტურული პროექტის შემაერთებელი მასალა იცავს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) დაზიანებისგან და ამაღლებს აღდგენითი მექანიზმების ეფექტურობას – ამცირებს ანომალიების რიცხვს დნმ-ში საგრძნობლად ამაღლებს იმუნური მექანიზმების ეფექტურობას ზურგის ტვინში, სადაც ფორმირდება იმუნური სისტემა (მისი მექანიზმები), კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური მოქმედების ჩათვლით ამაღლებს ორგანიზმის უნარს შეითვისოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები, რომელსაც საკვები შეიცავს უზრუნველყოფს ორგანიზმში ყველა ნივთიერების ტრანსპორტირებას ამაღლებს ერითროციტების უნარს დააგროვონ ჟანგბადი ფილტვებში ფილტვის უჯრედში შეღწეული წყალი ამარაგებს მას ჟანგბადით და გამოაქვს უჯრედიდან ნარჩენი გაზები, რათა გამოიდევნოს ისინი ორგანიზმიდან · გამოაქვს სხვადასხვა ორგანოებიდან ტოქსიური ნარჩენები და მიაქვს ისინი ღვიძლში, თირკმლებში, რადგან ისინი საბოლოოდ გამოიდევნონ ძირითადი საშები მასალა სახსრებისთვის, ხელს უშლის ართრიტების განვითარებას ხერხემლის დისკოებში ქმნის «საამორტიზატორო წყლის ბალიშებს» ყველაზე კარგი და ნაზი საფაღარათო საშუალებაა, ყაბზობის საუკეთესო პროფილაქტიკა · ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკებს · იცავს გულისა და თავის ტვინის არტერიებს თრომბოზისგან · თერმორეგულაციის საუკეთესო საშუალებაა (იცავს ორგანიზმს გადახურებისგან - ოფლის გამოყოფა) · გვაძლევს ძალას და ელექტრულ ენერგიას თავის ტვინის ფუნქციების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი აზროვნების პროცესში როგორ, რატომ და რამდენი წყალი მივიღოთ წყლის ცვლისთვის ჩვენს ორგანიზმს 6–10 ჭიქა წყალი ესაჭიროება. წყლის ეს რაოდენობა აუცილებელია მივიღოთ ყოველდღე წყალი მთელი დღის განმავლობაში პორციობით 250–500 მლ უნდა დავლიოთ. ნუ დაველოდებით წყურვილის გრძნობის გაჩენას წყალი უნდა დავლიოთ ჭამის წინ. ოპტიმალური დროა 30 წუთით ადრე. ეს საჭმლის მომნელებელ სისტემას საშუალებას მისცემს საკვების გადასამუშავებლად მოემზადოს, განასაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი, დუოდენიტი, გულძმარვა, კუჭის წყლული, კოლიტი წყალი უნდა დალიოთ ყოველთვის, როცა გწყურიათ. თუნდაც შუა ჭამის დროს წყალი უნდა დალიოთ ჭამიდან 2–2,5 საათის შემდეგაც, რათა დასრულდეს საჭმლის მონელების პროცესი წყალი უნდა დალიოთ ხანგრძლივი ძილის შემდეგ წყალი უნდა დალიოთ ფიზიკური ვარჯიშების წინ, რათა შეიქმნას თავისუფალი წყლის მარაგი ოფლის გამოსაყოფად წყალი აუცილებელია იყოს გაფილტრული და არა გადადუღებული წყლის არასაკმარისი რაოდენობის მიწოდებისას, სხეული მცირე მარაგის რაციონალურად დახარჯვას ცდილობს. თავის ტვინი მომენტალურად ყველა ორგანოთა სისტემაში განგაშის სიგნალებს აგზავნის, ირთვება „ავარიული რეჟიმი“ – წყლის გადანაწილება მისი მარაგების შევსებანდე. წყალი არჩევით მიდის იმ ორგანოებში, რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ. «გადარჩენის რეზერვის» წყალობით ორგანიზმი დარღვევების გარეშე აგრძელებს მუშაობას და როგორც წესი ადამიანს გაუწყლოების დასაწყისი ყოველთვის გამოეპარება, რადგან წყურვილის შეგრძნებაც კი არ ვითარდება. იმ შემთხვევაში, თუ წყლის საჭირო რაოდენობაზე ნაკლების მიწოდებას ქრონიკული სახე მიეცემა გაუწყლოება, სხეულის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა და ფიზიოლოგიური ფუნქციების ცვლილებები დაიწყება. პირის სიმშრალე, უმიზეზო დაღლილობა, სახის წამოხურება, დეპრესია, გაღიზიანება - ეს იმ ორგანოთა სიგნალების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საჭირო რაოდენობის წყალს ვერ იღებენ. გაუწყლოების თვისებები არსებობს სხვადასხვა სახის შეგრძნებები, როგორც წყლის უკმარისობის სიგნალები. ისინი ძირითადად დაკავშირებული არიან აღქმასთან: დაღლილობა, სახეზე სისხლის მოწოლა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დათრგუნვა, დეპრესია, ძილიანობა, მოდუნება, სახლიდან გასვლის და ბევრ ხალხში ყოფნის შიში. გაუწყლოების სიგნალად შეგვიძლია მივიჩნიოთ: ასთმა, ალერგია, დისბაქტერიოზი, ჰიპერტენზია, ყაბზობა, მე-2 ტიპის დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები უკიდურესი ხარისხის ლოკალური გაუწყლოების ნიშნები: უჯრედებში მჟავას დაგროვება ხდება და ყალიბდება გულძმარვა, დისფეფსიური ტკივილები კუჭსა და ნაწლავებში, ანგინოზური ტკივილები (გულის სტენოკარდიული ტკივილები) . წელის ტკივილები, სახსრების რევმატოიდული ტკივილები, ტკივილი შაკიკის დროს და კოლიტის დროს, კუნთების ტკივილი, ორსულობისას ღებინების შეგრძნება და ღებინება დილაობით. რატომ მაინდამაინც წყალი და არა სხვა სითხე? · თეორია, რომ სხეულის მოთხოვნილება წყალზე შეიძლება დავიკმაყოფილოთ ნებისმიერი სხვა სითხით – არ არის სწორი. ხელოვნური სასმელები ადამიანის ორგანიზმში სხვანაირად მოქმედებენ, ვიდრე წყალი.

1 comment:

  1. კარგი ინფორმაციაა ნამდვილად

    ReplyDelete