წყლის კრიზისი

წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას იქიდან წასვლა მოუწევს.

წყლის რესურსები

წყლის რესურსები (ინგლ. Water resources) — გამოსაყენებლად ვარგისი წყალი; პრაქტიკულად ჰიდროსფეროს ყველა ნაწილი : მდინარეების, ტბების, არხების, წყალსაცავების, ზღვებისა და ოკეანეების, მიწისქვეშა, მყინვარების წყალი (ყინული), ნიადაგის ტენი, ატმოსფეროს წყლის ორთქლი. ცნება წყლის რესურსები მოიცავს თვით წყლის ობოექტებსაც - მდინარეებს, ტბებს, ზღვებს, რადგან ზოგიერთი მიზნით (ნაოსნობა, ჰიდროენერგეტიკა, თევზის მეურნეობა, დასვენება, ტურიზმი) ისინი უშუალოდ გამოიყენებიან, მათგან წყლის ამოუღებლად. წყლის რესურსი საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). საქართველოში 860-მდე ტბაა, უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბების საერთო ფართობი 170კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%), მათი უმეტესობა მტკანარია. საქართველოში ფართობით ყველაზე დიდია ფარავანის ტბა, მოცულობით ტაბაწყურის, სიღრმით რიწის (იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორის).საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად: • წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი – 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%) • თბოენერგეტიკა – 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%) • მრეწველობა – 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%) ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება. მიწისქვეშა წყლები საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით. მტკნარი მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს ყველაზე ძვირფას წიაღისეულს და სასმელად ვარგისი, უმაღლესი ხარისხის წყლების, ყველაზე საიმედოდ დაცულ წყაროს. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველესი მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და, სწორედ, ამიტომაც ითვლება უნიკალურ წიაღისეულად, რომელთა რაოდენობის მხრივ საქართველო ერთერთი უმდიდრესი ქვეყანაა. მიწისქვეშა მტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილს – 95% –ს (571,7 მ3/წმ – 49,4 მლნ. მ3/დღ.ღ.) შეადგენს სასმელი წყლები, რომლებიც ფართოდ, მაგრამ არათანაბრად არიან გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათი საერთო რაოდენობის 63,4% – (362,5 მ3/წმ) მოდის დას. საქართველოზე, 24,1% – (137,9 მ3/წმ) აღმ. საქართველოზე, ხოლო 12,5% – (71,3 მ3/წმ) კი – სამხრ. საქართველოზე. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ წყლებისა ხასიათდება მარილების ძალზე დაბალი შემცველობით (200–300 მილიგრამამდე ლიტრზე). ასეთი წყლები, გარდა სასმელად და ჩამოსასხმელად ვარგისიანობისა, მათი სიხიხტიდან გამომდინარე, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა უალკოჰოლო, თუ ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსასხმელად. მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების საერთო რესურსების დაახლოებით მესამედი ნაწილი დეტალურად არის შესწავლილი და მათი მარაგები დამტკიცებულია სახელმწიფო კომისიაში 145,5 მ3/წმ რაოდენობით. რომელთაგანაც 48% (63,9 მ3/წმ) მოდის დას. საქართველოზე, 45%, (60,3 მ3/წმ) აღმ. საქართველოზე, ხოლო 6,7% (6,7 მ3/წმ) სამხრ. საქართველოზე.

No comments:

Post a Comment