წყლის კრიზისი

წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას იქიდან წასვლა მოუწევს.

Sunday, June 10, 2012

წყალი

წყალი – წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე , ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის. დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები. დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).